გერმანიაში ავტობუსი გადაბრუნდა – დაღუპულია 1 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაშავებულია

გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგთან ახლოს საქალაქთაშორისო ავტობუსი გადაბრუნდა, სადაც 75 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
ავტობუსი ბერლინიდან მიუნხენის მიმართულებით მოძრაობდა. ავარიის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი, შვიდმა მძიმე ტრავმები მიიღო, დანარჩენები კი მსუბუქად დაშავდნენ.
დაშავებულების ევაკუირება ვერტმფრენით მოხდა. ტრასაზე მოძრაობა შეზღუდულია. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები