დონალდ ტრამპი: მე აბორტების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ არსებობს გამონაკლისები

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Twitter-ის საშუალებით, რიგ შტატებში აბორტების აკრძალვის გამო გამოწვეულ სკანდალებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის მხარს დაუჭერს მათ, ვინც სიცოცხლის მომხრეა. ამასთან ერთად, ტრამპი სამ გამონაკლისს უშვებს, რის გამოც შესაძლოა, აბორტის გაკეთებას მხარი დაუჭიროს: თუ კი ქალი გაუპატიურების შემთხვევაში დაორსულდა, ინცესტის ან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ტრამპის თქმით, ანალოგიურ პრინციპს მხარს უჭერს ამერიკის მეორმოცე პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი.
“მე ძალიან მკაფიოდ ვუჭერ მხარს სიცოცხლეს სამი გამონაკლისის გათვალისწინებით: გაუპატიურება, ინცესტი და დედის სიცოცხლის დაცვა. ასეთი პოზიცია ჰქონდა რონალდ რეიგანსაც”, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები