ბრაზილიაში, ბარში მომხდარი სროლის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის ერთ-ერთ ბარში მომხდარის სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ინციდენტის შედეგად, გარდა დაღუპულებისა, დაშავებულია კიდევ 1 ადამიანი. თავდასხმა ბრაზილიის ქალაქ ბელემში განხორციელდა. პოლიცია აღნიშნულ ინციდენტს “სასაკლაოს” უწოდებს.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები