ცესკო: კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

„ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი – კომისიის წევრები ითვლიან ბიულეტენებს. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში, ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობას და რომ უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირმა დაუბრკოლებლად შეძლოს აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, მიუხედავად კენჭისყრის შენობის გარეთ ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლენებისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
წინასწარი მონაცემებით, მერობის რიგგარეშე არჩევნებში ხუთივე მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ასევე წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია:

თბილისის № 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 34.27%

მარნეული: 35.82 %
ზესტაფონი: 57.03 %
ჭიათურა: 43.26 %
ზუგდიდი: 46.88 %
ხულო: 58.21%

აქტივობა იმ საარჩევნო უბნების მიხედვით, სადაც ტარდება საკრებულოების შუალედური არჩევნები:

საგარეჯო: 74.56 %
ახმეტა: 50.57%
ადიგენი: 56.41%
ტყიბული: 39.85%
წყალტუბო: 52.05%
ოზურგეთი: 45.45%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები