„ევროპული საქართველო“ მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს

„ევროპული საქართველო“ მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პარტია ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს და მეორე ტურისთვის ემზადება.
„ამ წუთებში მიმდინარეობს ხმების საბოლოო დათვლა. ამ წუთის მონაცემებით, დათვლილია და დადასტურებულად მიღებული გვაქვს ინფორმაცია 31 უბნიდან 23 უბანზე. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ,რომ ჩვენი კანდიდატი 12 უბანში გამარჯვებულია. ასე რომ, მთაწმინდაზე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ იქნება მეორე ტური.ასევე, შ
ემიძლია გითხრათ, რომ როგორი სურათიც არ უნდა დაჯდეს საბოლოო ხმების დათვლის შედეგად, ნათელი სურათია მთაწმინდაზე, თუ რამდენად აღარ უნდა ჩვენს მოსახლეობას დღევანდელი მდგომარეობა და რამდენად სურს ცვლილებები.ჩვენ დავიწყეთ
მზადება მეორე ტურისთვის. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს და დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლის ახალ ეტაპზე, აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმედი მაქვს, რომ ის ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა ოპოზიციას, ოპოზიციის სხვა კანდიდატს და არა შალვა შავგულიძეს, მეორე ტურში შემოგვიერთდება“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები