არჩილ თალაკვაძე რულოვსს პასუხობს: მისი გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ, არ ვიცი

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებას, რომ არჩილ თალაკვაძე მისი ასისტენტი იყო, თავად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.
“სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ, არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან. სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
“არჩილ თალაკვაძე ჩემთან მუშაობდა 2013 წლამდე. იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა ან პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას და პრემიერი გახადოს”, – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა გააკეთა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები