„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”: საარჩევნო პროცესმა დღეს სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა

“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო პროცესმა დღეს სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა”, – ამის შესახებ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთ უბანზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. როგორც ჩაჩავამ განაცხადა, საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მისივე განცხადებით, მედიააკრედიტაციის არმქონე პირების მხრიდან იყო უბანზე ყოფნის მცდელობა, დაფიქსირდა ამომრჩევლის ნების ფარულობის დარღვევა. ჩაჩავას თქმით, მარნეულის N22 ოლქის N68 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს საკუთარი მოვალეობის შესრულების პროცესში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, რათა ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მთლიანობას, გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები