ირაკლი კობახიძემ არჩევნების პირველადი მონაცემები წარადგინა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არჩევნების პირველადი შედეგები წარადგინა.
კობახიძის ინფორმაციით, რომელიც ოქმებს ეყდრნობა, ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ხულოს ოლქებში პირველივე ტურში იმარჯვებენ მმართველი პარტიის კანდიდატები.
რაც შეეხება მთაწმინდას, კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” ლადო კახაძე  დიდი უპირატესობით იგებს , თუმცა მეორე ტურის ალბათობაც არსებობს.
კობახიძემ მმართველი გუნდის შედეგს შთამბეჭდავი უწოდა და განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, 60%-ით მოიგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები