მამუკა მდინარაძე: არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას მხოლოდ მთაწმინდის ოლქში ვვარაუდობთ

„არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას მხოლოდ მთაწმინდის ოლქში ვვარაუდობთ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, ყველა საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატი იმარჯვებს.
„მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. შესაძლებელია დავუშვათ, რომ იყოს მეორე ტური. დაველოდოთ ოქმების შედეგებს, დაახლოებით ნახევარ საათში შემოვა ოქმები და შემდეგ გეტყვით, რა იქნება. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები