კახა კალაძე : ყველა ოლქში ლიდერობს ჩვენი კანდიდატი

„რამდენიმე საათში გვექნება საერთო სურათი და ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო მეორე ტური”, – აღნიშნულის შესახებ “პირველ არხს” პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.
„რამდენიმე საათში გვექნება საერთო სურათი და ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო მეორე ტური, თუმცა იმ მონაცემებით, რაც ჩვენ მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, ყველა ოლქში ლიდერობს ჩვენი კანდიდატი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თუ რომელიმე ოლქში იქნება მეორე ტური, მმართველი გუნდი  პრობლემას ვერც ამაში ხედავს.
„ესეც დემოკრატიის ნაწილია. საკმაოდ მაღალი, 50-პროცენტიანი ბარიერი არჩევნებზე სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო და ეს წინგადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები