“კომისიამ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად, როცა თინა ბოკუჩავას შენობაში ყოფნის უფლება არ მისცა”

ცესკო-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, კომისიამ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად, როდესაც “ნაცმოძრაობის” წევრს, თინა ბოკუჩავას კომისიის შენობაში ყოფნის უფლება არ მისცა.
მისივე განმარტებით, ბოკუჩავა არაუფლებამოსილი პირი იყო.
“მინდა აღვნიშნო, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება შესაბამის კომისიებში, ჰქონდა შესაბამისი აკრედიტაცია, ყველას ჰქონდა შესვლის უფლებამოსილება. ქალბატონ თინათინს ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ცესკოში შეუძლია საარჩევნო სუბიექტი წარმოადგინოს და მისი ინტერესები დაიცვას. მოცემულ შემთხვევაში, გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა თინათინმა მიმართა მე-9 საუბნო საარჩევნო კომისიას, ხმის დათვლის პროცედურებზე დასწრების თვალსაზრისით. როდესაც კომისიამ გადაამოწმა, რომ მას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა, რაც გამოიხატა იმით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობის შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა, კომისიამ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად – არ მისცა მას შესაძლებლობა, ყოფილიყო როგორც არაუფლებამოსილი პირი კომისიის შენობაში”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები