მამუკა მდინარაძე: ჩვენი მონაცემებით, ჩვენი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს

„ჩვენ პროგნოზის გაკეთებისგან ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ, იქიდან გამომდინარე, რომ მართალია, ჩვენი მონაცემებით, ჩვენი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს და ამ შემთხვევაში, ძნელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ჩვენ რამდენიმე საათში გვექნება გაცილებით უფრო მყარი მონაცემები, გაცილებით უფრო რეალური მონაცემები, რასაც მყისვე ვაცნობებთ საზოგადოებას, თქვენი მეშვეობით“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო ეს კანონის ფარგლებში.
„საზოგადოებამ რეალურად ნახა, რომ დღეს არჩევნები იყო მშვიდ ვითარებაში, იმის მიუხედავად, რომ მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი ცდილობდა, სხვაგვარად წარმოეჩინა დღევანდელი დღე, თუმცა არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად.
არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო ეს კანონის ფარგლებში. კარგად იმუშავეს როგორც სამართალდამცავებმა, ისე ჩვენმა წარმომადგენლებმა. კანონის ფარგლებში, მათ შეძლეს ყველა პროვოკაციის თავიდან აცილება.
ასევე დიდი მადლობა  უნდა გადავუხადოთ დამკვირვებლებსაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ ყველაფერში და მადლობა საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლებიც არ წამოეგნენ ამ პროვოკაციებს.
ჩვენ პროგნოზის გაკეთებისგან ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ, იქიდან გამომდინარე, რომ მართალია, ჩვენი მონაცემებით, ჩვენი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს და ამ შემთხვევაში, ძნელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ჩვენ რამდენიმე საათში გვექნება გაცილებით უფრო მყარი მონაცემები, გაცილებით უფრო რეალური მონაცემები, რასაც მყისვე ვაცნობებთ საზოგადოებას, თქვენი მეშვეობით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები