რატი იონათამიშვილი: საქართველოში არჩევნები სტაბილურად და მშვიდად ჩატარდა

“თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდ ვითარებაში დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ოპონენტების მხრიდან გარკვეული დისონანსის შემოტანის მცდელობისა, საქართველოში არჩევნები მშვიდად ჩატარდა.
“უკვე შეგვიძლია დამაჯერებლად ვთქვათ, რომ საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი წარმატებით ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე ოპონენტების მხრიდან იყო მცდელობები, გარკვეული დისონანსი შეეტანათ საარჩევნო პროცესებში, საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები სტაბილურად და მშვიდად ჩატარდა”,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები