შალვა შავგულიძე მეორე ტურს არ გამორიცხავს

პარტია “ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მთაწმინდელ ამომრჩეველს მადლობას უხდის და მეორე ტურს არ გამორიცხავს.

როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველს არჩევნებთან დაკავშირებით, პასიური პროტესტი აქვს და ისინი აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ.

„ჩვენ ვხედავთ არჩევნების მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას როგორი დამოკიდებულება აქვს. ხელისუფლება უკვე მყარად დაადგა გზას, რომ არჩევნებზე წარმატებას ნებისმიერ ფასად მიაღწიოს და ისეთ დაუშვებელ მეთოდებს იყენებს, როგორიცაა ამომრჩეველზე ძალადობა, დაშინება, მუქარა და ცემა-ტყეპაც. არის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები და ადმინისტრაციული რესურსის ცილისმწამებლური, შავი პიარის გამოყენება. ასეთი მიდგომა განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებამ აშკარად გამოავლინა და ნეგატიური შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამიტომ მიიღო. იგივე ვნახეთ ამ შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში.

მთაწმინდის მაგალითზე ვიტყვი, ამომრჩეველს, უპირატესად, როგორც ვხედავთ, პასიური პროტესტი გაუჩნდა, რადგან  მაღალი აქტიურობით არ მოვიდა არჩევნებზე. პასიური პროტესტი ხელისუფლების შესაცვლელად საკმარისი არ არის და ეს ხელს აძლევს ხელისუფლებას“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები