გივი თარგამაძე: არ გვაქვს საფუძველი, არ ვაღიაროთ არჩევნების შედეგები

“არ გვაქვს საფუძველი, არ ვაღიაროთ არჩევნების შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი არის გამოძევებული უბნებიდან”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გივი თარგამაძემ განაცხადა.
“არ გვაქვს საფუძველი, არ ვაღიაროთ არჩევნების შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი არის გამოძევებული უბნებიდან და დღის განმავლობაში, იყო გარკვეული ექსცესები. ჩვენ გვინახავს მარნეულში ბევრად უფრო მძიმე სურათი არჩევნების მიმდინარეობის დროს. ამ დრომდე რა ვითარებაც იყო, არ გვაქვს საფუძველი, არ ვაღიაროთ არჩევნების შედეგი“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები