თამარ ჩუგოშვილი: სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებული განსაკუთრებით დიდი დოზით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა

„ყველა ოლქში, სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებული განსაკუთრებით დიდი დოზით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, ხოლო იქ, სადაც მათ განსაკუთრებული მობილიზება ჰქონდათ გამოცხადებული, მათი მხრიდან არ წყდებოდა პროვოკაციებისა და დაპირისპირების მცდელობები“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს და პარტიულ აქტივს, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში, დაუღალავად იშრომა და ოპონენტების პროვოკაციებს სამაგალითოდ გაუმკლავდა. ასევე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს და ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა არჩევნების ჩატარებაში.

მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ოლქში, სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებული განსაკუთრებით დიდი დოზით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, ხოლო იქ, სადაც მათ განსაკუთრებული მობილიზება ჰქონდათ გამოცხადებული, მათი მხრიდან არ წყდებოდა პროვოკაციებისა და დაპირისპირების მცდელობები. საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა, რასაც ყველაზე კარგად გამოხატავს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივრების რაოდენობა, რომელიც მინიმალურია და ძირითადად, ტექნიკური ხასიათისაა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები