ზურაბიშვილი სააკაშვილზე: დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება სახელმწიფოს შეურაცხყოფაა

„უწესრიგობისა და დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, დანაშაულია, როცა შენი ტერიტორიები ოკუპირებულია!“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნის ყოფილი მმართველის იმ განცხადებას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „არ აპირებს მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების იმედად ყოფნას”.

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არაკონსტიტუციურს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.

„თუ უპარტიო სტატუსის გამო, აქამდე თავს ვიკავებდი კომენტარებისგან ან საარჩევნო პროცესში ჩარევისგან, წინა პრეზიდენტის ამგვარი პირდაპირი არაკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მაიძულებს, გამოვხატო აღშფოთება და სრული უკმაყოფილება. იგივე მოეთხოვება ყველა ყოფილ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, აქტიურია თუ არა, იმყოფება ქვეყანაში თუ არა. უწესრიგობისა და დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, დანაშაულია, როცა შენი ტერიტორიები ოკუპირებულია!“- წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები