გიორგი ვაშაძე: ზუგდიდში არჩევნები ჩვენი, სანდრა რულოვსის გამარჯვებით დასრულდება

„ზუგდიდში დღეს დასრულდება არჩევნები ჩვენი, სანდრა რულოვსის გამარჯვებით”, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ძალიან კარგი შედეგი აქვს და წინასწარი ინფორმაციით, ზუგდიდში მერობის არჩევნებში სანდრა რულოვსი იმარჯვებს.
„ ძალიან კარგი პოზიციები გვაქვს, დიდი ალბათობით, ვიმარჯვებთ, როგორც ზუგდიდში, ასევე სხვა რეგიონებშიც. მინდა გთხოვოთ, რომ ამ ერთი საათის განმავლობაში, მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. ვერავინ გააკონტროლებს თქვენს ხმას. დღეს დასრულდება არჩევნები ზუგდიდში ჩვენი, სანდრა რულოვსის გამარჯვებით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ამასთან, გიორგი ვაშაძემ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები