გიგა ბოკერია: ბევრგან ჰქონდა ერთი და იმავე პრობლემას ადგილი, დამკვირვებლისთვის ხელის შეშლა ხდება

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საარჩევნო უბნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელის, თამარ მეტრეველის გამოძევებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ფაქტი უკავშირდება იმას, რომ ე.წ. კარუსელისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს.

„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რომ  ე.წ. კარუსელისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. ბევრგან ჰქონდა ერთი და იმავე პრობლემას ადგილი – დამკვირვებლისთვის ხელის შეშლა ხდება.
​როგორც წესი, ხმაური მოჰყვება იმას, როცა დამკვირვებელი ცდილობს, რეგისტრატორის უკან დადგეს და დააკვირდეს მას. ეუბნებიან, ხელს მიშლიო. ამას მოჰყვება ხოლმე ხმაური და პროვოკაციულ საქციელს უწოდებენ. რეალურად, პროვოკაცია და კანონის დარღვევაა დამკვირვებლისთვის ხელის შეშლაა, რომ დააკვირდეს რეგისტრატორს.

ვწუხვარ და, ამ შემთხვევაში, ცესკო-ს წარმომადგენლის ნაკლებად მჯერა. უფრო მჯერა იმ საერთო სურათის, რომელიც ყველგან მხვდება და რასაც ჩემი პარტიიდან წარმომადგენელიც მიდასტურებს. კომისიის წევრები ღიზიანდებიან იმაზე, რომ ეფექტური კონტროლის საშუალება არის. ეს იწვევს ეჭვებს, რომ ამ კონტროლის საშუალებას არ აძლევენ, რათა „კარუსელისთვის“ ხელის შეშლა არ მოხდეს”, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები