კახა კალაძე: გაუგებარი იყო საია-ს განცხადება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
კახა კალაძე ამბობს, რომ საიას-ს განცხადება მისთვის გაუგებარია.
„გაუგებარი იყო საია-ს განცხადება, შემაშფოთებელი უწოდა და ამავე განცხადებაში თვითონვე  საუბრობდა, რომ ეს კანონის დარღვევა არ არის. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია მათი განცხადებები“, – აცხადებს კახა კალაძე.

საია-ში მიიჩნევენ, რომ „ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე ასევე უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება“.
„კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები