მამუკა მდინარაძე: არის ალბათობა, მეორე ტური ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე არჩევნების მეორე ტურს არ გამორიცხავს.
პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ამომრჩეველს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ყველა ოლქში ლიდერობენ.
“არის ალბათობა, მეორე ტური ჩატარდეს, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მეტი აქტიურობისაკენ. ამ დროისთვის, ვიცით, რომ ყველა ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები