ზვიად ძიძიგური: ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევს მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ მიუხედავად გარკვეული პროვოკაციებისა, ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევს მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. მისივე თქმით, ვისაც შეტევების, “ადუღებისა” და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, უნდა იცოდეს, რომ კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
“ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით. იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი, ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ, მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევანის გაკეთება, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მინდა გითხრათ იმ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხდება ზუგდიდში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისათვის, თუ რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც სწორედ დესტაბილიზაცია, “ადუღება” ქალაქის, რომელსაც მხოლოდ შეტევა აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში, ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული.
მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, ვისაც შეტევების, “ადუღებისა” და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება.
​მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს იმ დაპირებას, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს.
მე მინდა, მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, რომ არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა, ამიტომ, ვინც არ მისულა არჩევნებზე, მივიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას.
ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და “ადუღების” სასარგებლოდ”,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები