მიხეილ ბენიძე: დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ

„სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ“,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ განაცხადა.
ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რიგ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები”,- განაცხადა მიშა ბენიძემ.
ორგანიზაციამ 14:00 საათისთვის უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია PVT-ს შედეგებზე დაყრდნობით წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები