გრიგოლ ვაშაძე: დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ზუგდიდში, ამის დასტურია პანიკაში მყოფი ხელისუფლება

„დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ზუგდიდში, ამის დასტურია პანიკაში მყოფი ხელისუფლება, ზონდერები, სუს-ი, სიგარეტის კოლოფში ჩაჭუჭყნული ფული“, – ამის შესახებ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც დღის 4 საათისთვის ზუგდიდში მერის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა შეაჯამა.
მან მხარდამჭერებს, აქტივისტებს და დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა.
„4 ნაბიჯი რჩება გამარჯვებამდე… ზუგდიდიდან იწყება გამარჯვება… არ შეანელოთ მუშაობა, მალე მივალთ შედეგამდე. ზუგდიდელები ძალიან აქტიურად მოდიან საარჩევნო უბნებზე და მხარს უჭერენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს. ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამის დასტურია პანიკაში მყოფი ოცნება , ე.წ. „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური პოლიცია – სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები, სიგარეტის კოლოფში ჩაჭუჭყნული ფული, რომლებსაც ხალხს უხდიან. სრულიად ნირწამხდრები და დემორალიზებულები არიან. ამის დასტური კიდევ ის არის რომ, ე.წ. „ქართული ოცნების“ , ე.წ. ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი – შს მინისტრი სასწრაფოდ ჩამოიყვანეს სამეგრელოში. უზარმაზარი მადლობა ჩვენ დამკვირვებლებს, მადლობა ჩვენ მხადამჭერებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები