ირაკლი ლატარია: მოვისმინე აუდიოჩანაწერი, სადაც ენმ-ის წარმომადგენლები გეგმავენ დესტაბილიზაციას და ამის ფონზე, რევოლუციას

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შუალედურ არჩევნებს ეხმაურება. ლატარიას თქმით, მან მოისმინა აუდიოჩანაწერი, სადაც ენმ-ის წარმომადგენლები დესტაბილიზაციასა და რევოლუციას გეგმავენ.
„მოვისმინე აუდიოჩანაწერი, სადაც ენმ-ის წარმომადგენლები გეგმავენ დესტაბილიზაციას და ამის ფონზე, რევოლუციას!!! რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ძალაა ზოგადად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, თუ როგორ სურთ მათ ქვეყანაში ქვის-ქვაზე არდარჩენა, როგორ სწყურიათ უკან მობრუნება, საზოგადოების გახლეჩა, უდანაშაულო ადამიანების ისევ ციხეებში შეყრა, წამება, ქონებების ჩამორთმევა და ადგილზე დახვრეტაც კი.
ვერცერთი ქართველი ამ აუდიოჩანაწერს ვერ მოუსმენს ემოციის გარეშე და აქვე აღვნიშნავ ყველაზე მთავარს: ჰიტლერს და მის გარემოცვას არ სძულდათ ისე ებრაელები, როგორც ამათ ვეზიზღებით ჩვენ, ქართველები, რაც თემურ ალასანიამ, ნიკა გვარამიამ და ახლა უკვე თითქმის მთელმა მათმა აქტივმა ღიად გამოხატა. ჩვენ, მაინც ვვითარდებით, წინ მივდივართ, მაგრამ ენმ-ის წარმომადგენლები კი – უკან-უკან გვექაჩებიან, ქუჩაში დახვრეტებისა და სამოქალაქო ომისკენ. მაგრამ ეს არ განმეორდება, აღარასოდეს!!!
პ.ს. ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელზეც რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი”, – წერს ლატარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები