დიმიტრი ცქიტიშვილი: ნებისმიერი პროვოკაციის მცდელობა ფუჭად ჩაივლის

0

“ზესტაფონში არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. აქტივობა, ჩემი ინფორმაციით, მაღალია, რაც ნამდვილად სასიამოვნოა”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია გარკვეული პროვოკაციებით ცდილობს, არსებული სურათი შეცვალოს.

“პრიმიტიულ პროვოკაციასთან გვქონდა საქმე, როდესაც სააგიტაციო მაისურით კოორდინატორი მოხვდა უბანზე, სთხოვეს გასვლა, მაგრამ მოუწესრიგებლობის გამო, სამართალდამცველებს მოუწიათ მისი დაკავება. ადმინისტრაციული ჯარიმა დაუწესდება თუ არა, ამას უკვე სასამართლო გადაწყვეტს.
სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ასეთი პროვოკაციული მეთოდებით ცდილობს გარკვეული სურათი შეცვალოს. საბოლოო ჯამში, საარჩევნო გარემო მართლაც რომ მშვიდია”,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერმა დემოკრატიულად ჩაიაროს. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი პროვოკაციის მცდელობა ფუჭად ჩაივლის.

კომენტარები

კომენტარი