სააკაშვილი: მერე რა, რომ დაგდევენ “შნირი” ჟურნალისტები? ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე

“უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე’, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ გააკეთა.

„ახლა გამოდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – აი, „ნაციონალები“ ბევრი ჩამოვიდნენ, აი, „ნაციონალებს“ უნდათ არეულობა. ნუ დაკომპლექსდებით, ეს არარაობები, ეს ადამიანები, ივანიშვილის “შნირები” ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ, რომ ვაიმე, ვაიმე, პროვოკაციაზე არ წამოგვეგონ, ვის რაზე უნდა წამოეგონ, ეგენი არიან დამთავრებულები. ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე.

ჩვენ ყოველ ჯერზე გვართმევენ არჩევნებს, ყოველ ჯერზე აყალბებენ, ყოველ ჯერზე ივანიშვილი მიმართავს ვირეშმაკობას, სიგარეტის კოლოფებში არიგებენ ახლა ფულს. იქ გადმოწერილი ჰყავთ სიებში ხალხი და მაინც მასობრივად მოდის ხალხი ყველგან, მაინც ცუდად აქვთ “ქოცებს” საქმე. გახსოვთ როგორ გვაკომპლექსებდნენ ნოემბრის არჩევნებზე, ორი რაღაცა – ქუჩაში არ გამოხვიდეთ და სააკაშვილი არ ჩამოვიყვანოთ. ჩვენ ვეუბნებით: არა, არა, ქუჩაში არ გამოვალთ, ხო, რა თქმა უნდა, სააკაშვილი შეიძლება, არ ჩამოვიყვანოთ, ყველაფერი პირიქით უნდა გავაკეთოთ იმისა, რასაც ივანიშვილი გვაბოლებს და მოგვიწოდებს ტელევიზიით და თავის კონტროლირებადი მასმედიით. მერე რა, რომ დაგდევენ მაგათი “შნირი” ჟურნალისტები.

როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ეგრევე შეიცვლიან თავის მხარეს, ჩვეულებრივი ფულისტები არიან, ჩვეულებრივი ფულის ხამები და მაგათ არც სამშობლო აქვთ, არც მორალი აქვთ, არც არაფერი – ერთადერთი, ჩვენ არ უნდა მივიკედლოთ ესენი მერე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები