მამუკა მდინარაძე: გიორგი მარგველაშვილის განცხადება არავის გაკვირვებია, მას პოლიტიკური მიმართულება დღეს არ აურჩევია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკური მიმართულება დღეს არ აურჩევია. არავის გაჰკვირვებია მისი ეს განცხადება. მას არჩეული ჰქონდა მსგავსი მიმართულება და ამის შესახებ მრავალი განცხადება ჩვენ წარსულშიც გვაქვს მოსმენილი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, დღეს გიორგი მარგველაშვილმა, ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ  ხმა მისცა ქვეყანაში პოლიტიკური ერთფეროვნებისა და ჭაობის დასრულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები