გიორგი გოგლიჩიძე: ხმა მივეცი ზესტაფონის მომავალსა და ჯანსაღ გარემოს

ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ საარჩევნო ხმა ზესტაფონის N7 უბანზე უკვე მისცა.

“ხმა მივეცი ზესტაფონის მომავალს, ეროვნულ ურთიერთობებს, ჯანსაღ გარემოს. მე მინდა, მოვუწოდო მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, მოვიდნენ უბნებზე და ხმა მისცენ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და კეთილდღეობას. მე მჯერა მათი, მე მჯერა გამარჯვების”,- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ზესტაფონში, ისევე როგორც საქართველოს 4 რეგიონში, მერის არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები