სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს 

0

საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 25 აპრილს უკვე გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები. სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, სტატისტიკაში ასახულია ინფორმაცია საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეების ზუგდიდის, ზესტაფონის, მარნეულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, ასევე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში რეგისტრაციის შესახებ.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, კიდევ ერთხელ, განახლებულ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სსგს-მ ცესკოს ამომრჩეველთა სიის ფორმირებისათვის საბოლოო მონაცემები 3 მაისს გადასცა, ცხრილში ასახულია ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, ასევე მთაწმინდის ოლქში 1 იანვრიდან 3 მაისამდე რეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა.

კომენტარები

კომენტარი