ლადო კახაძე: მინდა, რომ, პირველ რიგში, მშვიდობამ და განვითარებამ გაიმარჯვოს

მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, მშვიდობამ გაიმარჯვოს.
​მისივე თქმით, ის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„მინდა, რომ, პირველ რიგში, გაიმარჯვოს მშვიდობამ და განვითარებამ, იმ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეამ, რაც თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. გამარჯვებაში ვარ დარწმუნებული, მაგრამ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კახაძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიღაცების სურვილია მათი შიგნიდან “გატეხვა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები