ვინ არიან რეგიონებიდან სამეგრელოში ჩასული რულოვსის მხარდამჭერები და რატომ მალავენ ვინაობას (ვიდეო)
სამეგრელოში გაერთიანებულმა ოპოზიციამ მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაიყვანა. მათ შორის, ერთ-ერთი ჯგუფი გვიან ღამით სამეგრელოს სოფელ კოკში, ოპოზიციის შტაბში იმყოფებოდა. დაახლოებით 25 ადამიანი აქ სამარშუტო ტაქსით ჩამოიყვანეს.
“კვირას” გადამღები ჯგუფი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ოფისში არ შეუშვეს. რულოვსის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ საარჩევნო შტაბი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და მედიას იქ შესვლის უფლება არ ჰქონდა.
კითხვამ, თუ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენენ, ან იყვნენ თუ არა დამკვირვებლები, სანდრა რულოვსის მხარდამჭერები გააღიზიანა და :კვირას” ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. გარდა იმისა, რომ მათ ვერ შეძლეს საკუთარი ორგანიზაციების დასახელება, არც ის რეგიონი დაასახელეს, საიდანაც სამეგრელოში ჩავიდნენ.