სახალხო დამცველი ზუგდიდში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

საქართველოს სახალხო დამცველი ზუგდიდში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და შეშფოთებას გამოთქვამს ზუგდიდში უკიდურესად დაძაული ვითარების გამო.
,,თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრინციპია. უკანასკნელ პერიოდში, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტების, მხარეებს შორის დაპირისპირების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, მოქალაქეთა ნებაზე ზეგავლენისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე, რაც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას ახდენს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს შუალედური არჩევნების საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ თითოეულ ასეთ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად, დროულად, ეფექტიანად და სათანადო კვალიფიკაციით წარმართონ და გამოძიების შედეგების თაობაზე საზოგადოების დროული ინფორმირება მოახდინონ,-” ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები