ენმ-ს ლიდერებმა ზოია ქვარცხავას გამოკითხვასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების საშუალება არ მისცეს

ზუგდიდის სამმართველოში ენმ-ს დამკვირვებლის დაკითხვა, 87-ე საარჩევნო უბანთან გასროლის ფაქტთან დაკავშირებით, დასრულდა. შენობიდან გამოსულ ზოია ქვარცხავას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა კომენტარის გაკეთების საშუალება არ მისცეს და ჟურნალისტებს დაცვის დახმარებით გაარიდეს.

მცირე კომენტარი, რისი თქმაც ზოია ქვარცხავამ ჟურნალისტებისთვის მოასწრო, არის, რომ მას შეუძლია იმ პიროვნების ამოცნობა, ვინც გასროლა განახორციელა.

შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდის N87 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. კომისიის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” –  ზოია ქვარცხავას თქმით, ის ეზოსთან გაიყვანეს და სავარაუდოდ, დაშინების მიზნით, ჰაერში გაისროლეს. N87 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, ჟანა ყურუას განცხადებით, ხმაური გაიგონეს, თუმცა ვერ ადასტურებენ, ნამდვილად გასროლის ხმა იყო თუ არა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები