ირაკლი ჭეიშვილი: ბრალდებები ჩვენი კანდიდატისა და ბატონი ანზორის მიმართ არის სიცრუე
დღეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან გაისმა არაერთი ბრალდება, ჩვენი კანდიდატისა და ბატონი ანზორის მიმართ, მინდა მოსახლეობას განუმარტო, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის სიცრუე, ,,ნაციონალური მოძრაობის” პარტია სიმართლეს არასდროს არ ამბობს და ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი, – ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში, ,,ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
,,ხულოში, ერთთვიანი წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუ არ ჩავთვლით ,,ნაციონალების” მიერ გაკეთებულ განცხადებას. ამომრჩევლისგან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საღამოს 9 საათის შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობა” აპირებს ამომრჩევლის მოსყიდვას თანხებით. მინდა მივმართო სამართალდამცავ უწყებებს, აუცილებლად მოახდინონ პრევენცია. მინდა მივმართო ნაციონალურ მოძრაობას ხულოს მოსახლეობის მოსყიდვას ვერავინ ვერ შეძლებს, ისინი არ იყიდებიან. ასევე მივმართავ ხულოს მოსახლეობას, რომ იყონ მშვიდები, საარჩევნო პროცესი ჩატარდეს მშვიდ გარემოში. რაშიც ჩვენ შევუწყობთ ხელს არჩევნები იქნება გამჭვირვალე და ჩატარდება დემოკრატიულად. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ ,,ქართული ოცნების” კანდიდატს,”- აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, ხულოს მერობის ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ განაცხადა, რომ მაღალმთიანი აჭარის დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდან” საკუთარ თანაპარტიელს, მერობის მმართველი გუნდის კანდიდატს, ვახტანგ ბერიძეს შუალედურ არჩევნებში მხარს არ უჭერს.