თინათინ ბოკუჩავა: მანქანა, საიდანაც სავარაუდოდ, ზუგდიდის 87-ე უბანზე გასროლა მოხდა, „ოცნების“ ზონდერს, ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის

გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ ბრიფინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მანქანა, რომლიდანაც ზუგდიდის 87-ე უბანზე გასროლა მოხდა, ვინმე ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის. მისივე თქმით, ეს მანქანა 14 მაისს საარჩევნო კომისიის შენობაში იდგა, მაშინ როდესაც მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების მცდელობა დაფიქსირდა.

“ზოია ქვარცხავა, ჩვენი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა კომისიის ტერიტორიაზე, როდესაც გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტიდან,მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ შეძლო დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, საიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ. ჩვენ გაგვაჩნია ამ ავტომანქანის ნომრის ფოტომასალა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო კომისიის შენობაში 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების. ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ ზონდერი, ჩვენთვის უკვე ცნობილია მანქანის მეპატრონე ირაკლი ჩანგელია,რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედია, პოლიციასაც აქვს ეს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას”, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ოპოზიციის ინფორმაციით, ირაკლი ჩანგელია საოლქო კომისიის წევრის ლელა ლაშხიას შვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები