ზვიად ძიძიგური: არჩევნები ზუგდიდში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

“არჩევნები ზუგდიდში მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ცივილიზებულად ისე, როგორც ამ ქალაქს შეეფერება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ექსცესს, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ შსს-მ, ჩვენმა სამართალდამცველებმა რეაგირება ძალიან ოპერატიულად მოახდინეს ყველა იმ ესქცესზე, რომელიც ჩვენ ვნახეთ და ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება… შსს-ს განცხადება ვნახე დღეს, სადაც აფიქსირებს ჩვენი ძალოვანი უწყება, რომ მისი ვალია, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური პარტიის ბანაკის კუთვნილება იქნება კანონდამრღვევი, იგი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება”,- ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა ზუგდიდში განაცხადა.

ძიძიგურმა სავარაუდო პროვოკაციებზე პროვოკაციებზე დასმულ კითვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” პროვოკაციები მოსალოდნელია, თუმცა სამართალდამცველი სტრუქტურები მობილიზებული არიან, რათა ასეთი ფაქტები აღიკვეთოს.

“ვიცით როგორ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, “ნაციონალური მოძრაობისგან” არ ელოდებოდე პროვოკაციას იგივეა ზამთარში სიცივეს არ ელოდებოდე. იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ მობილიზებულია ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურები და ვფიქრობ რომ ძალზე მნიშვნელოვანია ზუგდიდელმა ამომრჩევლებმა, რომლებმაც ძალიან კარგად იციან რა არის ძალადობა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა, გაუწიონ შესაბამისი ანგარიში და ხვალ ყველანი არჩევნებზე, აუცილებელია ზუგდიდმა მთელ საქართველოში დააფიქსიროს, რომ აქ ჩატარდა ისეთი არჩევნები როგორიც ამ ქალაქს ეკადრება”,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები