რიკოთზე სატვირთო მანქანა ხევში ჩავარდა – მაშველები მძღოლს ეძებენ

ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევთან სატვირთო მანქანა ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ადგილსამყოფელი უცნობია.

როგორც „კვირას“ შსს პრესსამსახურში განუცხადეს, მძღოლის სამძებრო სამუშაოებში მაშველები არიან ჩართული.

„კვირა“ ამ თემასთან დაკავშირებით, მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები