რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდის N87 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. კომისიის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” – ზოია ქვარცხავა ამბობს, რომ ის ეზოსთან გაიყვანეს და სავარაუდოდ, დაშინების მიზნით, ჰაერში გაისროლეს. N87 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, ჟანა ყურუას განცხადებით, ხმაური გაიგონეს, თუმცა ვერ ადასტურებენ, ნამდვილად გასროლის ხმა იყო თუ არა.
ზოია ქვარცხავა პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.