ამირან სალუქვაძე Ipsos-ის კვლევაზე: თუ ბიძინა ივანიშვილი გავლენას ვერაფერზე ახდენს, როგორღა მართავს ქვეყანას არაფორმალურად?

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე Ipsos-ის კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგრც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მას Ipsos-ის სოციალური გამოკითხვა პოპულარული პოლიტიკოსების შესახებ ეგონა და არა გავლენიანი პოლიტიკოსების შესახებ. ​მისივე თქმით, კვლევის შედეგად, ბიძინა ივანიშვილი გავლენას ვერაფერზე ახდენს, რაც ბადებს კითხვას: თუ გავლენიანი არაა, როგორღა მართავს ქვეყანას არაფორმალურად?

“პირდაპირ გაოცებული ვარ კომპანია “იპსოსის” კვლევებით. მეგონა, საუბარი იყო ყველაზე რეიტინგული, ანუ პოპულარული პოლიტიკოსების შესახებ, თურმე გავლენიანი პოლიტიკოსების რეიტინგია. ავხსნი: გავლენიანია ის, ვისაც საზოგადოებაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე აქვს გავლენა, ხოლო პოპულარული ან რეიტინგულია ის, ვინც უყვარს, ვისაც ენდობა საზოგადოება. ამ კვლევით, გამოდის, რომ ქვეყნის ცხოვრებაზე მეტი გავლენა ჰქონია კახი კალაძეს, მიხეილ სააკაშვილს, გიორგი გახარიას, მამუკა ბახტაძეს, სალომე ზურაბიშვილს, ირაკლი კობახიძეს… ბიძინა ივანიშვილი, თურმე, ანუ, კვლევის თანახმად, გავლენებს ვერაფერზე ახდენს. თუ თქვენ ამ კვლევების გჯერათ და ასე აქტიურად იხილავთ, მაშინ ხმა აღარ დაძრათ არაფორმალურ მმართველობაზე. თუ გავლენიანი არაა, როგორღა მართავს არაფორმალურად? ახლა ახლიდან ჩაატარეთ კვლევა და ხალხს ჰკითხეთ, რომელ პოლიტიკოსს უფრო ენდობა, რომლის უფრო სჯერა და წარმოგვიდგინეთ. ისეთი ფორმულირებები და ისეთი ციფრები უნდა დადოთ, რომ ღიმილი არ გამოიწვიოს”,-წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები