ხულოში ხვალ მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

ხვალ, 19 მაისს, ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ადგილობრივები არჩევანს 14 კანდიდატს შორის გააკეთებენ.
მუნიციპალიტეტის 54 საარჩევნო უბანში  24 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო ოლქის მიერ უბნებზე უკვე გაცემულია საარჩევნო მასალები და მათი მოწყობა მიმდინარეობს.
N84 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
,, ხულოში სამუშაოები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, უბნებზე უკვე გავეცით ბიულეტენები, ბეჭდები, კედლის და სამაგიდო სიები და სხვა საარჩევნო მასალები.  საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების ჩასატარებლად მაქსიმალურად მომზადებულები არიან.  საარჩევნო უბნის მოწყობა უკვე დაწყებულია.  სულ გვაქვს 54 საარჩევნო უბანი და გვყავს 24 123 ამომრჩეველი“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები