ანა მიქელაძე: კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია

“საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გარდა ამისა, ანა მიქელაძის ინფორმაციით, არჩევნების დღეს, ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, კენჭისყრის დასრულებამდე. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

“საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, კენჭისყრის დასრულებამდე.

19 მაისს, დილის 07:00 სთ-დან, იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

საჭიროებისას, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ გამადიდებელი ლინზით, ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმითა და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერით. ასევე, ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

19 მაისს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დღის განმავლობაში, მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები