არჩილ თალაკვაძე: 1 მარტიდან მაისის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელია – „რუსთავი 2“ ნიჰილიზმის დანერგვას ცდილობს

„1 მარტიდან მაისის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელია, „რუსთავი 2“ ცდილობს ნიჰილიზმის დანერგვას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ზუგდიდში მოქალაქეების გადაწერასთან კავშირი, დეპუტატმა განმარტა, რომ რაიონებიდან ქალაქში ჩაწერა არის ჩვეულებრივი მიგრაცია და ეს არ შეიძლება საარჩევნო პროცესში რაიმე სახის ჩარევად ჩაითვალოს.

„მე მესმის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხელოვნურად აქვს შექმნილი დეზინფორმაციის პლატფორმები, თითქოს მედიასაშუალებები, რომლებითაც ისინი ცდილობენ რეალობის გადაკეთებას. ისიც კარგად მესმის, რომ „რუსთავი 2“-ს აქვს შექმნილი პარალელური საქართველო და ცდილობს დისკრედიტაციის და ნიჰილიზმის დანერგვას საზოგადოებაში. ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი არის რიცხვები და ოფიციალური მონაცემები, რომლებიც გთხოვთ, რომ გააშუქოთ, თუნდაც ძალიან არ მოგწონდეთ – 1 მარტიდან მაისის ჩათვლით სულ 102 სარეგისტრაციო ოპერაცია არის სამოქალაქო რეესტრში განხორციელებული, რაც წინა პერიოდს რომ შეადაროთ, არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელი. შესაბამისად, 102 ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე მანიპულაციად და არ შეიძლება ჩაითვალოს პროცესებში ხელოვნურ ჩარევად, როგორც ამას „რუსთავი-2“ აშუქებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები