ლევან იზორია აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტი თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) შტაბბინაში სტუმრობით დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის უწყების დელეგაციას ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლის მოადგილემ, ადმირალმა მანფრედ ნილსონმა უმასპინძლა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების პოზიტიური დინამიკასა და სწავლების განვითარების შემდგომ პერსპექტივაზე.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მორიგი სწავლება მასშტაბებით განსხვავებული იქნება და ამფიბიურ და სახმელეთო კომპონენტებსაც მოიცავს.

მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრეს, რაც ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშშიც ხაზგასმით აღინიშნა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორია უკვე შეხვდა აშშ-ის მე-2 ფლოტის სარდალს, ენდრიუ ვუდი ლუისსა და დელეგაციის წევრებთან ერთად, ნორფოლკის ფლოტის სადგურში სამხედრო ავიამზიდზე დაგეგმილ ტურშიც მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები