ზაალ ანჯაფარიძე: “ნაცმოძმა” და რ-2-მა მორიგი პიარსვლა განახორციელეს და „ქ/ოცნებას“ ყველაზე მნიშვნელოვან წერტილში დაარტყეს

0

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე IPSOS-ის კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში აფასებს.
ანჯაფარიძის აზრით, გამოკითხვის მთავარი ნარატივი – სააკაშვილის რეიტინგის ზრდა ივანიშვილის რეიტინგის კლების ფონზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილზე დარტყმას ემსახურება.
“ნაცმოძმა” და რ-2-მა მორიგი პიარსვლა განახორციელეს და „ქ/ოცნებას“ დაარტყეს, თანაც ყველაზე მნიშვნელოვან წერტილში – ბიძინა ივანიშვილი. ეტყობა შეუცდომლად გრძნობენ სააკაშვილის პოლიტიკური და მორალური დეგრადაციის შეუქცევად პროცესს, აქედან გამომდინარე შედეგებით და მისი რეანიმირება „ორიგინალური“ ხერხით გადაწყვიტეს. IPSOS-ს სასწრაფოდ დაუკვეთეს კვლევა (ეტყობა, დასჭირდათ შუალედური არჩევნების წინ და ისეც).
გამოკითხვის მთავარი ნარატივი – სააკაშვილის რეიტინგის ზრდა ივანიშვილის რეიტინგის კლების ფონზე, ემსახურება სწორედ ბიძინაზე დარტყმას, თან სწორედ იმ დროს, როდესაც მან გარკვეული პროექტები დაიწყო და ხმა გამოვიდა პარტიის განახლებასაც გეგმავსო. თუ რას ნიშნავს ივანიშვილი „ქ/ოცნებისთვის“ მგონი ახსნა არ სჭირდება.
მოკლედ ზრუნავს „ნაცმოძი“ მიშას იმიჯზე და სწორსაც აკეთებს, მის იქით ხომ გზა აღარ აქვს. სხვათა შორის, „ისინდისეს“ და 29% -ზე მეტი არ დაუწერეს.
ეხლა ვნახოთ „ქ/ოცნება“ როგორ ზრუნავს თავის ლიდერის იმიჯზე? აშკარად ერთ ადგილას მახათის გაყრას წააგავს მათი მოქმედების ტემპიც და კრეატივიც.
P.S. ცოტა ხნის წინ როდესაც ხელისუფლების დაკვეთით IPSOS-მა სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობაზე გამოკითხვა ჩაატარა, რ-2 და იქ მისულნი იგლეჯდნენ ყველაფერს და ამბობდნენ არ ვენდობითო. სავარაუდოდ, ეხლა ალბათ მხურვალედ ენდობიან იგივე IPSOS-ს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი