კალაძე Ipsos-ის კვლევაზე: სერიოზული კონკურენციაა ქალბატონ ლელა კაკულიასთან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე Ipsos მიერ ჩატარებულ კვლევას აფასებს.
„არ ვიცი, 2020 წელს რა იქნება ამაზე კვლევები, ქალბატონ კაკულიასთან სერიოზული კონკურენციაა. თუ კვლევა იყო ჩატარებული, დარწმუნებული ვარ იმაში, ყველა ქალაქში, სადაც არჩევნები ტარდება, ამის მონაცემები ექნებათ მათ და უბრალოდ, კითხვა ჩნდება, რატომ არ წარმოადგინეს, თუნდაც ზუგდიდის მონაცემები, ვინ იმარჯვებს. ჩვენ ვიცით რეალური მდგომარეობა. ჩვენც გვაქვს კვლევები, ვატარებთ კვლევებს, პულსზე გვიდევს ხელი”, – განაცადა კალაძემ.

„რუსთავი 2″-ის დაკვეთით კომპანია Ipsos მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს – გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები