დონეცკის აეროპორტში დაღუპულ ტერორისტებს შორის კიკბოქსინგის მსოფლიოს ჩემპიონი ამოიცნეს

   26 მაისს დონეცკის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულ ტერორისტებს შორის კიკბოქსინგის მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლაი ლეონოვიც აღმოჩნდა, – ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება. მისი ცხედარი 30 მაისს დაღუპულებს შორის ამოიცნეს. 31 წლის ნიკოლაი ლეონოვი 2005 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა კარატეში, 2007 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში. მან ასევე მსოფლიო დონის სპორტის ოსტატის წოდება მიიღო. მოგვიანებით კი ის მწვრთნელად მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის საერთაშორისო აეროპორტში დონეცკში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 40 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები