რუსეთი შესაძლოა, ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნდეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების 30-ზე მეტმა საგარეო მინისტრმა ჰელსინკში სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გზას უხსნის რუსეთს ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეაში დასაბრუნებლად საგანგებო პროცედურის ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, თავის გადაწყვეტილებაში მინისტრები კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რათა გაიზარდოს ევროკავშირის რეაგირების ეფექტურობა ისეთ ვითარებებში, როდესაც წევრი ქვეყნები არღვევენ თავიანთ მოვალეობებს და არ იცავენ სტანდარტებს, ფუნდამენტალურ პრინციპებსა და ევროკავშირის ღირებულებებს.
ამასთან ერთად, მინისტრების მტკიცებით, აუცილებელია, შემუშავდეს მკაფიოდ განსაზღვრული დამატებითი პროცედურა, რომელის ინიცირებაც შესაძლებელი იქნება საპარლამენტო ასამბლეით, მინისტრთა კომიტეტით ან გენერალური მდივნის მიერ. როგორც ცნობილია, საქმე ეხება სანქცირების ახალ პროცედურას დამრღვევი ქვეყნების მიმართ, რომელიც სარფიანი იქნება რუსეთისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები