იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევისთვის საბჭოში განცხადებები შეიტანონ. როგორც მან აღნიშნა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ კარგსა და უკეთესს შორის და არა – “კლანის” აქტიურ და პასიურ წევრებს შორის.
„მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა შესაძლო დაინტერესებულ პირს, პროფესიონალს, პროფესორს, იურისტს, ადვოკატს, რომ იაქტიურონ; დარჩენილია ვადა, დაახლოებით, მაისის ბოლომდე და შემოიტანონ განაცხადები ამ პროცესში, რადგან ჩვენ უნდა ავარჩიოთ კარგსა და უკეთესს შორის და არა – “კლანის” აქტიურ და პასიურ წევრებს შორის. არ მინდა, საბჭო დადგეს მხოლოდ ამ არჩევანის წინაშე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების მიღება 11 მაისს დაიწყო და პროცესი 31 მაისს დასრულდება. ამ დროისთვის, საბჭოში მხოლოდ ერთი განაცხადია შესული.