სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრემიერმინისტრს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ იური რატასს ხვდება.
სალომე ზურაბიშვილს ესტონეთის მთავრობის სახლში უმასპინძლეს, სადაც ორ მხარეს შორის შეხვედრა იმართება. მხარეები ესტონეთისა და საქართველოს პარტნიორობასა და საერთო გამოწვევებზე ისაუბრებენ.
შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა „ტელისკივის კრეატიული ქალაქი“ დაათვალიერა. ამასთან, დღესვე პრეზიდენტი ესტონეთის ციფრული გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული მმართველობის პრიორიტეტების პრეზენტაციას დაესწრება და ნატო-ს კოოპერატიული თავდაცვის ცენტრს მოინახულებს. დღის ბოლოს კი, ესტონელ კოლეგასთან ერთად, „ლენარტ მერის“ უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და ღია დისკუსიაში ჩაერთვება.
​სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო და ესტონეთის პირველმა პირმა, კერსტი კალიულაიდმა მას ტალინში, პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. მან, ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად, მიკელის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა „მარტოხელა გენიოსის სამყარო“ დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები